პროექტის შესახებ

www.businesstool.ge არის სივრცე - ონლაინ პლატფორმა, რომლის მიზანია შექმნას ეკოსისტემა და დააკავშიროს ბიზნესი ტექნოლიგიური პროდუქტებისა და სერვისების მომწოდებლებს. კომპანიებს შეუძლიათ მოძებნონ, შეადარონ და ამოირჩიონ საკუთარი ბიზნესისთვის საჭირო პროგრამული უზრუნველყოფა: კომპიუტერული პროგრამა, მობილური აპლიკაცია ან ვებ-სერვისი.

 

ტექნოლოგიურ სივრცეში ეს არის ახალი არხი, რომელიც საშუალებას აძლევს დეველოპერებს საკუთარი ტექნოლოგიური პროდუქტები გახადონ უფრო ცნობადი და გაზარდონ გაყიდვები.

 

www.businesstool.ge შექმნილია, ერთი მხრივ დეველოპერებისთვის და იმ პირებისთვის, რომლებიც ქმნიან პროგრამულ უზრუნველყოფებს ბიზნესისთვის. ვებ-გვერდზე შესაძლებელია, როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირად რეგისტრირება, რაც საშუალებას მისცემს დეველოპერებს თავად ატვირთონ ინფორმაცია საკუთარ პროდუქტებზე. მეორე მხრივ პლატფორმა შექმნილია კომპანიებისთვის, რომლებსაც სურთ გახადონ ბიზნეს პროცესები ავტომატიზირებული, უფრო მარტივი და ეფექტური.

 

პლატფორმა ქმნის ერთგვარ სივრცეს ბიზნესებისთვის, სადაც ტექნოლოგიურ პროდუქტებზე ინფორმაციის მიღება, გაცვლა და შედარება არის შესაძლებელი.

 

თუ ქმნი პროგრამულ უზრუნველყოფას ბიზნესისთვის და გსურს გააცნო შენი პროდუქტი დიდ აუდიტორიას, დარეგისტრირდი და ატვირთე ინფორმაცია შენს პროდუქტზე.

საკონტაქტო ინფორმაცია